თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ ფილიალში, 17 მედიკოსს Covid-19 დაუდასტურდა.
„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთ ფილიალში 20-მდე სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მე-10 ფილიალის თანამშრობლებს კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია 17 ექიმი. მათგან ნაწილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, გორში გადაჰყვათ, რადგან თბილისში კლინიკებში ადგილების დეფიციტია.” – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.
„პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
„ხვალ დამიკავშირდით და შევეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ” – აცხადებენ უწყებაში.
წყარო: primetime.ge










