LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვაქცინის შექმნის მიმართულებით სერიოზული პროგრესია მიღწეული – თენგიზ ცერცვაძე

ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“- თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/10/25-ში
A A
2.5k
ნახვა
გაზიარება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გიორგი კანდელაკისა და რევაზ ბოჭორიშვილის კრიტიკულ შეფასებებს პასუხობს და სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ.

 

„ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ის მკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო.

საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა. რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს.

მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“ ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია.

დიდი ტყუილი. COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი).

ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.

ბ-ნი რევაზი თავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ.

კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში – COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება – ანუ 11-ჯერ ნაკლები?!

ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 647), ვიდრე საქართველოში – 1941 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე – 511).

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით, რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით).

ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს. ის მაინც გაიხსენოს რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული.

ბ-ნმა გიორგიმ,რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. იგი თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?!

ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?! ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?!

„რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?!

მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?). ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა?

მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევების შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში.

თორემ სანამ ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ იპოვნონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26 ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით.“ – წერს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარება1019

დაკავშირებული -პოსტები

როგორი ამინდი იქნება ივლისში საქართველოში – პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

კლიმატური მონაცემებით ივლისის საშუალო ტემპერატურა ივნისთან შედარებით 2-3°C -ით მაღალია. ამ თვეში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობში, ბარში და დასავლეთ საქართველოს მთაში +23, +25°C, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში +20, +22°C...

დაწვრილებითDetails

ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ადგილები საქართველოში, სადაც ტურისტებიც კი იშვიათად ხვდებიან
მთავარი

საქართველო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ქვეყანაში არაერთი ადგილია, სადაც ვიზიტორები იშვიათად ხვდებიან. თუ გსურთ ბუნებისა და ისტორიის აღმოჩენა ტურისტული ხალხმრავლობის გარეშე, ეს ადგილები ნამდვილად დაგაინტერესებთ. ტობავარჩხილის ტბები...

დაწვრილებითDetails

რეკორდული სიცხე ევროპაში – დაღუპულთა რაოდენობამ 3500-ზე მეტს მიაღწია

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

ყველაზე იღბლიანი თარიღები 2026 წლის ივლისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა იღბლიანი – ნახეთ იღბლის 5 გასაღები
მთავარი

2026 წლის ივლისის ყველაზე ცუდი თარიღები უკვე დავასახელეთ. ამჯერად ასტროლოგები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ თარიღებს, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყოს სხვადასხვა წამოწყებისთვის. საერთო ჯამში, თვის ენერგია დადებითი იქნება; ივლისი დიდი ცვლილებების დროა....

დაწვრილებითDetails

სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა – ნინო ჩხობაძე
მთავარი

„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...

დაწვრილებითDetails

შეუქცევადი დაზიანება ან სიკვდილი – ჯანდაცვის ახალ გამოწვევა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
მთავარი

სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის გამოცემაში გამოქვეყნებული University of Oxford-ისა და Mayo Clinic-ის ერთობლივი მიმოხილვის მიხედვით, ენცეფალიტი მსოფლიო ჯანდაცვისთვის მზარდ გამოწვევად იქცა. მკვლევრები დაავადების გავრცელების ზრდას ორ მთავარ მიზეზს უკავშირებენ: პირველი კლიმატის ცვლილებაა, რომელმაც...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ ზრდა დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 181 დოლარს შეადგენს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.70%-ით არის გაზრდილი. ზრდა ფიქსირდება ვერცხლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....

დაწვრილებითDetails

ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"