LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ იცვლება ქვეყანაში შემოსვლის პირობები

ვინ არ ექვემდებარება საქართველოში შემოსვლისას იზოლაციასა და კარანტინს

დაპოსტა 2020/10/23-ში
A A
304
ნახვა
გაზიარება

იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იზოლაციაში განთავსება მოხდება შემდეგი წესების შესაბამისად:

ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;

ბ) თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას;

იგივე წესი მოქმედებს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან:

  • ესპანეთის სამეფო
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  • ნიდერლანდების სამეფო
  • პოლონეთის რესპუბლიკა
  • პორტუგალიის რესპუბლიკა
  • რუმინეთი
  • საბერძნეთის რესპუბლიკა
  • შვედეთის სამეფო
  • ხორვატიის რესპუბლიკა
  • იტალიის რესპუბლიკა
  • კვიპროსის რესპუბლიკა
  • სლოვენიის რესპუბლიკა
  • ისლანდიის რესპუბლიკა

“ყურადღება! აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით. დეტალური ინფორმაცია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

ა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.

მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 18 ქვეყნის* გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

*გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია”,-აღნიშნულია ინფორამციაში.

 

bpn.ge

გაზიარება122

დაკავშირებული -პოსტები

“წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

დაწვრილებითDetails

“ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…” – რას ჰყვება თვითმხილველი სამგორის მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში - ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო... საბრალოს, მატარებლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის...

დაწვრილებითDetails

ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებამ ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. უწყების...

დაწვრილებითDetails

„აღარ მყავს მამიდა…“ – მზია ლომაია გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმის შვილი, ირაკლი ლომაია ავრცელებს. „აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“, - წერს ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში. მზია...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, გარდაბანში მძიმე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ცნობილია, გარდაბანში მძიმე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გარდაბანში მომხდარ საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ხოლო 2  ახალგაზრდა გარდაბნიდან იყო. ტრაგიკულად დაიღუპნენ ძმები - შამილ და კამილ ალიევები, ასევე ალი და საჰილ ჯალილოვები. არსებული...

დაწვრილებითDetails

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"