ქუთაისში პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში ეკო პლენერი მოეწყო. გამოფენაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხუთმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მომდევნო ეტაპზე უკვე დაგეგმილია 2021 წლის კალენდრის მომზადება , რომელიც ეკო-პლენერის დროს შექმნილი ნაშრომებით გაფორმდება. პროექტი „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვა“ ხორციელდება საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წწ პროგრამის ფარგლებში. პროექტის წამყვანი პარტნიორია ქუთაისის მერია, პარტნიორებია: უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ (საქართველო).
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა. ნეპალის პოლიციის განცხადებით,...







