წყალტუბო იქნება მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტი მთელს მსოფლიოში – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამებრიძემ წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაციაზე განცხადა.
“ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა წყალტუბოს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ვიხილეთ პირველი კონტურები იმ კონცეფციის თუ როგორი უნდა იყოს წყალტუბო. ახლა იქნება შერჩევა იმ კომპანიის რომელიც ამას გააკეთებს, შემდეგ იქნება გენერალური გეგმა და წყალტუბო მოექცევა ხარაჩოებში.
წყალტუბოს განვითარება მთილიანად რეგიონის მასშტაბით იქნება მნიშვნლოვანი. წყალტუბო იქნება მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტი, რომელიც გასცდება რეგიონს და საქართველოს და იქნება ერთ-ერი ღირსშესანიშნავი კურორტი არა მარტო ევროპაში არამედ მთელს მსოფლიოში. მშენებლობის დაწყება დაგეგმილი მომავალი წლინდან და ამას დასჭირდება 3-4 წელი.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.










