1. 2015 წლის 24 ოქტომბერს, გელაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელშიც, სხვადასხვა ვალუტაში, 9 მილიონზე მეტი იყო, თავისუფლების მოედნიდან წაიყვანა, შემდეგ, სპეც-მანქანა GPS-ის სისტემიდან გათიშა, მანქანა პლეხანოვზე მიატოვა, ფული გაიტაცა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლარსის საბაჟოს გავლით, ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ნიშანდობლივია, რომ ილია გელაშვილს საუკუნის ძარცვიდან 3 დღეში, 38 წელი შეუსრულდა და საკუთარ თავს ასეთი „საჩუქარი“ გაუკეთა. ეს არის ყველაზე დიდი ძარცვა საქართველოს ისტორიაში, ბოლო 108 წლის განმავლობაში.

2.ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე #2/24-ში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. საქმეში ეჭვმიტანილია ორი გოგო, რომლებიც დაახლოებით 1 თვის მანძილზე თავს რძალ-მულად ასაღებდა.გაიტანეს ყველაფერი, ავეჯი და ტექნიკა

3.ქუთაისში ჭავჭავძის გამზირზე, საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია “ინტელექსპრესის” ფილიალი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია სეიფი . მძარცველებმა ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. როგორც “მეგა ტვ”-ის შსს-ში განუცხადეს, გამოძიერბა სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

4. 2014 წლის დეკემბერში თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილ კადეტთა კორპუსის სახლში სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის გვამი იპოვეს. ნეთესავებმა ქალი ისე დაკრძალეს, რომ მისი ერთადერთი შვილის, გურამ კვეზერელის ადგილსამყოფელი ვერ გაიგეს. დამნაშავეებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დედა-შვილი სახლში 12 000 აშშ დოლარს ინახავდა, დანაშაულის მოტივიც ამ თანხის მითვისება გახდა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც.
მოკლულის შვილის ადგილსამყოფელი მხოლოდ 2016 წელს, ნატო კვეზერელის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა. გურამ კვეზერელის გვამი კოჯორში, დაკეტილი აგარაკის ეზოში დამარხული აღმოჩნდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს სხეულზე 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულებრივმა ჯგუფმა – ყუფარაძემ და გოშაძემ, გვამი დაანაკუწეს და მას დაშლის მიზნით მჟავა დაასხეს, თუმცა მას შემდეგ რაც გვამი არ გაფუჭდა მკვლელებმა ის კასრში ჩადეს, მიწაში ჩამარხეს და დააბეტონეს.

5. 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული თავდამსხმელი ,,საქართველოს ბანკში” 14:27 სთ-ზე, რამდენიმე გასროლის შემდეგ შევიდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მან მძევლად 19 პირი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ მძევლად 43 მოქალაქე იყო აყვანილი. მანამდე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, მან 500.000 დოლარი, მანაქნა ან ვერტმფრენი და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანა მოითხოვა. მასთან მოსალაპარაკებლად მოგვიანებით, სამხარეო პოლიციის უფროსი შევიდა, რომელიც მძევლებს, სავარაუდოდ, მისივე სურვილით ჩაენაცვლა. შემდეგ თავდამსხმელიმძევლებთან ერთად, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილდა, სადაც კირცხის ტყის ტერიტორიაზე მძევლები დატოვა. ამ დრომდე გრძელდება თავდამსხმელის დევნის ოპერაცია, რომელიც მოთხოვნილ თანხასთან ერთად მიმალვაშია.











