ზუგდიდის პოლიციაში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას გამოკითხვა დასრულდა.
კვარაცხელია გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის შემდეგ მან გაიხსენა ის დეტალები, როდესაც თავდამსხმელი ბანკში შევიდა. კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი აგრესიულად იქცეოდა.
„ბანკში მივედი იმისთვის, რომ ჩემთვის დამზადებული საბანკო ბარათი ამეღო. რიგში დგომისას გავიგე სროლა, შემოვარდა შეიარაღებული ადამიანი, რომელიც კბილებამდე იყო შეიარაღებული, ხელში ეჭირა ხელყუმბარა და ყველას გვიბრძანა დავწოლილიყავით, თუ არადა დაგვხოცავდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ „რუსთავი 2-თან საუბრისას.
ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციაში გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე მძევალი გამოიკითხა.










