ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას ინფორმაციით, საქართველოს ბანკიდან მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბანკში ფული მიიტანეს.
“სამი კაცი გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერტად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუტში. . უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მერე გავეცნობი. მიყვარხარტ ყველანი” – წერს ირაკლი კვარაცხელია ფეისბუკზე.










