ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „მთავარი არხი“ ავრცელებს ვიდეოს ბანკიდან, სადაც მძევლებთან ერთად თავად ბოროტმოქმედიც ჩანს.
მისი მოთხოვნები ცნობილია: 500 000 დოლარი, ვერტფრენი და ადგილის ავტომობილით, მძევლებთან ერთად დატოვება. თავდამსხმელმა 19 პირი მძევლად აიყვანა.
„მე ვიძლევი მაგის გარანტიას, რომ არავინ არ დაზარალდება იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი უწყებები არ ჩაერევიან“, – გადმოსცა მედიას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევალის პირით.
https://www.facebook.com/TvMtavari/videos/683156338972693










