თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის კაცი გარდაიცვალა.
კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე, 16 ოქტომბრიდანვე, მძიმე იყო.
“ჰქონდა ღვიძლის ციროზი, ფიბროზი, იყო ნარკოდამოკიდებული. აღენიშნებოდა ალკოჰოლიზაცია და ფსიქიკური პრობლემები. ჰქონდა ღვიძლის უკმარისობა, გასტრიტი და სხვა დაავადებები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე იყო უმძიმესი,”-განაცხადა დავით სარიშვილმა.
იმერეთში ვირუსის 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქუთაისში კოვიდ19-ს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობისთის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად ბევრი – 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.










