დიმიტრი ხმალაძე – “პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
დაიბადა: 29.11.1989 წ. ქალაქ მოსკოვში.
1990 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში სადაც სწავლობდა ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლაში. შემდგომ გადავიდა მოსკოვში სადაც 2007 წელს დაამთავრა სკოლა.
2007 წელს ჩააბარა მოსლოვის ფინანსთა და იურიდიულ აკადემიაში იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის განხრით რომელიც დაამთავრა 2012 წელს.
ამავე 2012 წელს ჩააბარა ასპირანტურაში მოსკოვის ფინასთა და იურიდიუ უნივერსიტეტში სამოქალაქო სამართლის განხრით რომელიც დაამთავრა 2015 წელს. 2014-2016 წლებში მუშაობდა ს.ს. ოტპ ბანკში.
2016 წლის თებერვალში დაბრუნდა საქართველოში. კერძო იურიდიული პრაქტიკით იყო დაკავებული.
პარალელურად 2018 წლიდან არის საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი და დაკავებული იყო ტურიზმის სფეროში.
2017 წელს იყო წარდგენილი “პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”-ს პარტიულ სიაში ქალაქ თბილისის საკრებულოს კანდიდატათ.
პარალელურად 2018 წლიდან არის საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი და დაკავებული იყო ტურიზმის სფეროში.
2017 წელს იყო წარდგენილი “პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა”-ს პარტიულ სიაში ქალაქ თბილისის საკრებულოს კანდიდატათ.
ხედვები:
1. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია როგორც მეორე ქალაქმა. ეს შეიძლება მოხდეს შედგენაირად:
საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანაა რასაც ჭირდება შესაბამისი ხელშეწყობა.სოფლის მეურნეობის ტექნიკის მოდერნიზაცია და საქართველოს პირობებზე მორგება, შასაბამისი მოწყობილობებით და დანადგარებით რომლის შექმნა შეკეთება ქუთაისში სრულიად შესაძლებელია სატრაქტორო ქარხნის ბაზაზე.
2 ქუთაისი უნდა იქცეს საქართველოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტულ ცენტრად რისი პრეტენზია არა მხოლოს მე არამედ ნებისმიერ ქუთაისელს გააჩნია და თუ დავაკვირდებით ქუთაისის ახლო თუ ძველ წარსულს ქუთაისს ამ მხრივ მდებარეობაც, კულტურული წარსულიც და ტრადიციებიც ხელს უწყობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მსოფლიოს ძველ ქალაქთა ხუთეულშია ქუთაისი დასახელებული. ასევე საკმარისია გავიხსენოთ ოქროს საწმისის ლეგენდა.
3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე თუ კი ქუთაისში პარლამენტი არ დაბრუნდება (მე მომხრე ვარ დაბრუნების) მაშინ პარლამენტის შენობა შეიძლება გახდეს საქართველოს სტუმარმასლინძლობის ცენტრი და მე ჩემ მხრივ შევეცდები ქუთაისში გადმოვიტანოთ ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია და განვათავსოთ ამ შენობაში ასევე შესაძლებელია საბაღო და საგადასახადო სამსახური გადმოვიდეს ქუთაისში რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სრული მოსახლეობისთვის.
4. მოსაგვარებელია ქუთაისის ტრასპორტი და ინფრასტრუქტურა.
5. ძველი ისტორიული შენობების რეაბილიტაცია.