ჩერნობილის რადიაციულ-ეკოლოგიური ბიოსფეროს ნაკრძალში პეპლის უიშვიათესი სახეობა (Catocala fraxini) აღმოაჩინეს. ის თავისი ზომით ჩიტს წააგავს. ამის შესახებ დაწესებულებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პეპელა თვითონ მიფრინდა მეცნიერებთან. სპეციალისტების თქმით, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის სახეობაა. ცხოვრობს უკრაინასა და ევროპაში. მისი გაშლილი ფრთის სიგრძე შესაძლოა 110 მილიმეტრამდეც კი იყოს.
ამ სახეობის პეპელა აქტიურია ღამით და ეტანება სინათლეს.
სამეცნიერო განყოფილებაში აცხადებენ, რომ წვიმების დასრულებისთანავე ფრინველს მის საყვარელ ხეზე, ვერხვზე გადაიყვანენ.










