LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ესეც ახასიათებთ კოვიდპაციენტებს – ზურა ბალანჩივაძე

თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ესეც ახასიათებთ კოვიდპაციენტებს – ზურა ბალანჩივაძე

დაპოსტა 2020/10/09-ში
A A
4.1k
ნახვა
გაზიარება
ტელეკომპანია “იმედის” დილის წამყვანი ზურა ბალანჩივაძე მე-9 დღეა კორონავირუსს ებრძვის. ის საავადმყოფოში მკურნალობას თავის ძმასთან ერთად გადის.
ზურა ბალანჩივაძე კორონავირუსის შესახებ ახალ პოსტებს ყოველდღიურად აქვეყნებს და თავის გამოციდევბას გვიზიარებს:
“მე-9 დღეც დადგა.
მიხარია, რომ სიმპტომები გამიქრა და სიცხე არ მაქვს. არც ირაკლის აქვს. ორივეს ამოსახველებელს გვასმევენ და მუცელში სისხლის გამათხელებელს გვიკეთებენ, მაგრამ ძალიან მარტივი ნემსია და ჩხვლეტასაც ვერ გრძნობ. წინა ორ დღეს განსაკუთრებით გაღიზიანებული და აგრესიული ვიყავი და ჩემი თავისგანაც მიკვირდა, რა მჭირდა. საშინლად მინდოდა დაცლა. თუმცა თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ესეც ახასიათებთ კოვიდპაციენტებს. დღესაც ამიღეს ანალიზები და მგონი, ყველაფერი წესრიგშია. ამიერიდან იწყება უკუთვლა.
ახალი პროტოკოლის მიხედვით, სიმპტომებიანი პაციენტი მე-13 დღის მერე გადამდები აღარაა და ტესტმა დადებითიც რომ აჩვენოს, იგი მაინც თავისუფალია. მსოფლიოში ამ ეტაპზე განმეორებით დაინფიცირების მხოლოდ 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გამონაკლისის სახითაა მიჩნეული. 10-იანზე გამახსენდა: უსიმპტომო პაციენტებს (რომლებსაც დადებითი დაუდგინდათ) 10 დღეში უშვებენ გარეთ.
მას შემდეგ, რაც ძილიც მოვიბეზრე და ჭამაც, კითხვას მივუბრუნდი. ქინდლში მაინცდამაინც სვეტლანა ალექსეივიჩის “ჩერნობილის ლოცვა” შემომეჩეხა, რომელიც ვერა და ვერ დავამთავრე. ვკითხულობ და ახლა გაცილებით უფრო სარწმუნო და ხელშესახები გახდა ყველაფერი, რასაც იგი აღწერს.
რასაკვირველია, მადლობა ღმერთს, ამჯერადაც ატომური კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ მსოფლიო არც ჩერნობილის და არც კოვიდპანდემიის დროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. არის პასაჟები უხილავ მტერთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი-ერთში იმეორებს ვირუსის საშიშროებას.
“ოჰ! კიდევ ერთი ჭკვიანი მეცნიერი ჩამოვიდა და კლუბში გვითხრა, შეშა უნდა გარეცხოთო! ეს რა გავიგონე! გვიბრძანეს, გარეცხეთ ლეიბისპირები, ზეწრები, ფარდებიო! ისინი ხომ ქოხშია! კარადებში და სკივრებში. რა უნდა ქოხში რადიაციას? შუშაში შემოაღწევს? კარებში შემოვა? ტყეებში და მინდვრებში ეძებეთ… ჭები ბოქლომებით დაკეტეს, ცელოფანი შემოახვიეს. წყალი „ჭუჭყიანიაო!“ რანაირადაა ჭუჭყიანი, როცა ისეთი წმინდაა! სისულელეებსლაპარაკობენ! ყველანი დაიხოცებით, უნდა წახვიდეთ, დატოვოთ აქაურობაო…” – წერს ალექსეივიჩი და ცეზიუმს გულისხმობს, რომელიც, სხვა რადიაციულ ნივთიერებასთან ერთად, დიდი რაოდენობით ამოიფრქვა ჩერნობილის იმ ავადსახსენებელი მეოთხე რეაქტორიდან.
დღესაც ასეა. მართალია, უფრო ლმობიერ, მაგრამ გაცილებით ულმობელ მასშტაბებში. კაცობრიობა მსოფლიო ომშია ომში საკუთარ თავთან, რომელსაც, საბედნიეროდ, გაცილებით უფრო მალე ექნება დასასრული, ვიდრე ჩერნობილს.
ჯანრმთელობა ყველას. ❤ – წერს ზურა ბალანჩივაძე.
გაზიარება1647

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ქვისცვენის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მთავარი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სადაც 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის...

დაწვრილებითDetails

თბილისში,აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
თბილისში,აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა
მთავარი

აღმაშენებლის ხეივანზე მანქანა ამობრუნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის შესაბამისი სამსახური. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.  

დაწვრილებითDetails

ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმოს ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმოს ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, 37 წლის კაცს სასიკვდილო დაზიანებები ორმა ახალგაზრდამ მიაყენა. გამოძიების თანახმად კაცს თავდამსხმელები ქუჩაში წიხლებს და მუშტებს ურტყავდნენ,  რის გამოც დაზიანებები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლონეთის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა დედას, ასმათ ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ახალგაზრდა დედას, ასმათ ბერიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
მთავარი

2 შვილის დედა ასმათი, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, საქართველოში  საკეისროს კვეთის შემდეგ, რამოდენიმე საათში მდგომარეობა სასიკვდილოდ დამძიმდა. სასწრაფოდ გახდა საჭირო პაციენტის თურქეთში გადაყვანა რეანომობილით, ამ წუთებში გრძელდება მისი მკურნალობა, რაც...

დაწვრილებითDetails

საგზაო მოძრაობის წესებში საკანონმდებლო ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
საგზაო მოძრაობის წესებში საკანონმდებლო ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა
მთავარი

დღეიდან  ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"