ქუთაისის “მწვანე ბაზარი” დააჯარიმეს – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა გამკაცრებული მონიტორინგის ფარგლებში ქუთაისშია “მწვანე ბაზრის” გარდა ჭავჭავის გამზირზე მდებარე 5 სავაჭრო მოლი დაჯარიმდა. ქუთაისში ასევე გაფრთხილება მიეცა 5 საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტსა და 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტს.
როგორც ბექა ფერაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნავს დაჯარიმებულ ობიექტებზე არ ხდებოდა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების კონტოლი, ხალხის ნაკადების დაცვა და სხვა რეგულაციების დაცვა, რაც გათვალისწინებულია კოვიდინფექციასთან საბრძოლველად.
“ამ ობიექტებზე რამდენიმე ასაული ადამიანია დასაქმებული, ვიზიტორი ყოველდღიურად 1000-ზე მეტია და ადმინისტრაცია შესაბიმის პროცედურებს არ იყენებს რომ ხალხი დაიცვას. სახელმწიფოს უპირატესი ვალდებულება ვალდებულებაა ადამიანის დაცვა, რის ფარგლებშიც ვიმოქმედეთ და გამოვიყენეთ სანქციები. პოლიტიკური სარჩული არაფერ შუაშია აქ. ამ ობიექტებზე ქაოტურად ხდებდა ადამიანების გადააგილება. შესასრულებელი 100%-დან 80% დარღვეული ჰქონდათ. ობიექტი ვალდებულია ეცნობოდეს ინფორმაცაის ვირუსთან დაკავშირებით. რეგულაციების დაცვა არის სავალდებულო და მათ არც ერთი რეგულაცია დაცული არ ჰქონდათ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაბის გამოყენების კონტროლი, ტემპერატურის სკრინინგი, დისტანცია და შესაბამისი ხსნარებით დეზინფექცია.” – განაცხადა ბექა ფერაძემ “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა რეგულაციების წესები დარღვევეისთვის შპს 10 000 ლარით, ინდ.მეწარმე კი 2 000 ლარით ჯარიმდება.










