ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. როგორც “მეგა ტვ”-ს სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძემ განუცხადა ინფიცირებული მოსწავლე მესამე კლასელია. მისივე ცნობით სკოლა სასწავლო პროცესს ხვალ განაახლეს, თუმცა ის კლასი, სადაც ინფიცირებული ბავშვი სწავლობდა იზოლაციაში იქნება. სოფიო ქუთათელაძის თქმით სკოლის 27 მოსწვალე და 3 პედაგოგი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. კლასელებსა და მასწავლებლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება უტარდებათ. მათი პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლის ანალიზების პასუხი ცნობილი დღეს დილით გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში მხოლოდ გუშინ არ იმყოფებოდა.










