ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, მოსულები იყვნენ დასაჯარიმებლად – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს “გრანდმოლის” ხელმძრვანელმა ნატო დანელიამ განუცხადა.
მისი განმარტებით შრომის ინსპექტირების ჯგუფი მათ ფაქტიურად თავს დაესხა და ისეთი რეგულაციები მოსთხოვეს, რისი დაცვაც საკმოდ ძვირი ჯდება. დანელიას თქმით, ინსპექტირების ჯგუფმა 2 000 ლარიანი სიცხის საზომი მოწყობილობა მოითხოვა, ასევე პირბადეებისა, ხალათების მარაგი და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამოწმებული ხსნარები, რაც თავდაპირველ რეკომენდაციებში არ იყო მითითებული.
დანელიას თქმით ის ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. მისივე განმარტებით ეს არის წინასაარჩევნოდ მათი დაშინების მცდელობა.
“გრანდმოლთან” ერთად 10 000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მეორე სავაჭრო უნივერმაგს.
ინსპექტირების ჯგუფი ასევე შესული იყო “კეჩის” ბაზრობაზე, თუმცა დააჯარიმეს თუ არა ბაზრის ადმინისტრაცია ჯერ უცნობია.










