ბრიტანული კომპანია Survation, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დაკვეთით, მარნეული-გარდაბნის, ქუთაისისა და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%.
ამავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
54% პასუხობს, რომ აირჩევდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს. გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია” – 32% ; ოთარ კახიძე “ევროპული საქართველო” – 6% ; ანა ნაცვლიშვილი “ლელო” – 5%; თორნიკე მარჯანიშვილი “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” – 1%; ნონა ასათიანი “პატრიოტთა ალიანსი” – 1%; მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ამავე ოლქში, შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 48%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 26%; “ევროპული საქართველო” – 9%; “გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” – 6%; “ლელო” – 4%; “პატრიოტთა ალიანსი” – 4%; “ლეიბორისტული პარტია” – 3%.









