ლაშა არსენიძე, “დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა -ქრისტიან დემოკრატიული” მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი – მხატვარი, არასამთავრობო ორგანიზაციების _ „ხელოვანთა გილდია“ და „ახალი თავისუფალი დემოკრატიული ძალა“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
სამოქმედო გეგმა
* პარლამენტის მიღებული თითქმის ყველა კანონი მდიდრებზეა მორგებული. ამიტომ, დღეს, ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები უპირატესობით, პრივილეგიებით სარგებლობენ და ხალხსაც ძარცვავენ! დროა, ამ უსამართლობას ბოლო მოვუღოთ!
* სამინისტროები კონკრეტული ფინანსური ჯგუფებისგან უნდა გათავისუფლდნენ და მთელი სახელმწიფო მანქანა ამ კლანების უკანონო ინტერესებს კი არა, არამედ, ხალხს უნდა ემსახურებოდეს!
* მე და „ტრიბუნას“ გუნდი მზად ვართ, პარლამენტში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ განვახორციელოთ უკომპრომისო და ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილებები!
* ჩვენ ხელისუფლებაში იმისთვის მოვდივართ, რომ ხალხს ნაძარცვი და წართმეული დავუბრუნოთ, დარღვეული ქონებრივი უფლებები აღვადგინოთ და ადამიანები ვალებისგან გავათავისუფლოთ!
* „ტრიბუნა“ ააშენებს ისეთ სახელმწიფოს, რომლის მთავარი ფუნქციაც ხალხის ინტერესების დაცვაა!
* ქვეყანა მექრთამე, კორუმპირებული მოხელეებისა და პოლიტიკოსებისაგან უნდა გავათავისუფლოთ!
* გამკაცრდება კანონი ნებისმიერი სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირის, მათ შორის, პრეზიდენტისა თუ პრემიერის მიმართ. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში შევა ცვლილება და სამოხელეო დანაშაულის სასჯელს, პატიმრობასთან ერთად, დაემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულადი ჯარიმა;
* გადაისინჯება ქონების ჩამორთმევის ყველა პრეტენზია, საჩივარი და ასევე, უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება და აღდგება ყველას დარღვეული ქონებრივი უფლება. ქონებრივი უფლების დამრღვევი ყველა დამნაშავე კი მხოლოდ პატიმრობით კი არ დაისჯება, არამედ, წართმეული ქონების სრული ღირებულებაც დაეკისრება;
* დროა, პოლიტიკაში უღირსების ნაცვლად ერისკაცები მოვიდნენ!
* მზად ვარ, ვიყო თავდადებული თქვენი და ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის!