აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნერბართვა გასცა, გასაჯაროვდეს ჰილარი კლინტონის საიდუმლო მიმოწერები, რომლებიც ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობას სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.
დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ზე დაპოსტა და არჩევნებში ჩარევა შეაფასა, როგორც “ყველაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ამერიკის ისტორიაში”.
ნებართვა გავეცი, გამჟღავნდეს ყველა დოკუმენტი, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულთან და რუსულ გაიძვერობასთანაა დაკავშირებული, – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დაიწყო რუსეთის კავშირის გამოვლენა შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან. გამოძიება 2019 წელს დაიხურა და გამოაშკარავდა რუსული კიბეროპერაციების ფაქტები, რომელთა მიზანი არჩევნებში ჩარევა იყო. მასში მონაწილეობდა ჰილარი კლინტონიც საიდუმლო მიმოწერებით.










