აჭარის მთავრობა, ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპული ოჯახიდან ერთადერთ გადარჩენილ წევრს ბინას გადასცემს.
როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, 12 წლის გოგონას მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ბინის გადაცემის ფაქტს, თიკო თედორაძის ბებია სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის ლეპტოპი და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა.
ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა“, – წერს სოცალურ ქსელში გოგონას ბებია გულნარა თედორაძე.
ცნობისთვის, ხელვაჩაურში მეწყერის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. მხოლოდ 12 წლის გოგონა გადარჩა, რომელიც სტიქიის ღამეს შუახევში იმყოფებოდა