სამტრედიაში კორონავირუსი სასწრაფოს მძღოლს დაუდგინდა. “მთავარის” ცნობით, დაინფიცირებულ პირს ოჯახის წევრების გარდა, სამსახურეობრივი კონტაქტი მედ-პერსონალთანაც ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლს სიმპტომები არ ჰქონია და მისი დაინფიცირების შესახებ გეგმიური ტესტის ნიმუშის აღების შემდეგ გახდა ცნობილი.
დაინფიცირებულ პირთან შემხებლობაში მყოფი პერსონალი კი, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 59 პირს დაუფიქსირდა.










