ქუთაისში კოვიდ19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “კლინიკა ბომონდი” ავრცელეს.
დამატებითი დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა 2 მოსწავლეს, რის გამოც ქუთაისის 2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კოვიდ19 ასევე დაუდასტურდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს.










