ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სულ იმერეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა. გუბერნატორის ინფორმაციით , ინფიცირებულია ორი მოსწავლე და ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
გორში მამაკაცი დაჭრეს
გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...









