საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4619 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-ს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 540 საწოლია თავისუფალი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 პირი გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 4077-ს შეადგენს.