LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თორნიკე მარჯანიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
492
ნახვა
გაზიარება

თორნიკე მარჯანიშვილი – “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

დაიბადა 1960 წლის 11 ივლისს, ძირძველი ქუთაისელების რამაზ და ევგენია მარჯანიშვილების ოჯახში.

ქუთაისის 23 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მიიღო ორი უმაღლესი განათლება: 1982 წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და 1993 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის კლასი (წარჩინებით).

ბატონი თორნიკეს სამოცწლიანი ცხოვრების ისტორია, სრულად უკავშირდება მშობლიურ ქალაქს, არასოდეს წასულა ქუთაისიდან უკეთესი სამუშაოს, ან პირობების საძებნელად, არასოდეს უღალატია თანაქალაქელებისათვის, საკუთარი პრინციპებისათვის, საყვარელი თეატრისათვის…მისთვის  ყველა გზა, ყოველთვის თეატრისაკენ მიდიოდა… იგი მუდამ ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს ემსახურებოდა,  მუდამ მომავალი თაობის აღზრდით იყო დაკავებული. ამ მიზნით მან 2009 წელს ქუთაისის სასკოლო-თეატრალური ფესტივალი დააარსა, რომელიც ამ 10 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა და რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიცვა. ასევე დააფუძნა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრ-სტუდია  „მარჯანიშვილელები“, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და აფასებს.

თორნიკე მარჯანიშვილი არამარტო ქუთაისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია: საიუბილეო საღამოები, ბენეფისები, ლიტერატურული სპექტაკლები, გამოჩენილ ადამიანებთან შეხვედრა-დიალოგები, სახალხო დღესასწაულები, სასკოლო და საქალაქო კულტურული აქტივობები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მის სახელს უკავშირდება.

ქუთაისისა და იმერეთის რეგიონში პროფესიულ, სამოყვარულო თუ ახალგაზრდულ დასებთან დადგმული აქვს 100_მდე სპექტაკლი.

ამჟამად არის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი.

2007-2010 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს წევრი ( დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.)

ბატონი თორნიკე ღირსეული ქუთაისელია, ნიჭიერი რეჟისორი, ახალგაზრდების დიდი მეგობარი და პედაგოგი,  ჩვენი ქალაქის  დიდი  გულშემატკივარი. ცხოვრობს  პრინციპით:

„ყოველ დღესა შენ თავს ჰკითხო,-

                                                               აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“

გაზიარება197

დაკავშირებული -პოსტები

ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები
კანდიდატები

საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე 4 პირია დარეგისტრირებული. ესენი არიან: იოსებ ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიცია ანდრო ლოსაბერიძე - პოლიტიკური პლატფორმა...

დაწვრილებითDetails

გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
გიორგი გოგუაძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

გიორგი გოგუაძე - ქუთაისის მერობის კანდიდატი - პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი დაბადების თარიღი:  07/04/1993 სამუშაო გამოცდილება: ●  2019-დღემდე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლექტორი (საერთაშორისო ურთიერთობები ●  2020- დღემდე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი...

დაწვრილებითDetails

ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი

by მეგა TV
სექტემბერი 2, 2021
0
ხატია დეკანოიძე – ქუთაისის მერობის კანდიდატი
კანდიდატები

ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქუთაისი დაიბადა: 1977 წლის 20 იანვრას თბილისში განათლება: 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით სამუშაო გამოცდილება: 1999 წლიდან იგი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“არც ხელისუფლებამ და არც ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ქვეყნის განვითარების  შეფერხება”-ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი
კანდიდატები

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსხლებასთან შეხვედრებს აგრძელებს ამჯერად მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულ და კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალქეებს შეხვდა. ზაზა ლომინაძის განცხადებით ახლა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

by თამარა ქავთარაძე
ნოემბერი 10, 2020
0
“ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას”-ქუთაისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
კანდიდატები

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის,...

დაწვრილებითDetails

სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
სოფიო იმედაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

სოფიო იმედაძე - „მწვანეთა პარტიის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 01. 01. 1976 მისამართი: ქუთაისი, გოგებაშვილის ქუჩა N 29 ტელ: (0431) 25 03 15; 599-51 00 71. ელ:...

დაწვრილებითDetails

დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში

by მეგა TV
ოქტომბერი 14, 2020
0
დიმიტრი ხმალაძე – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში
კანდიდატები

დიმიტრი ხმალაძე - "პ.მ. თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზა"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში დაიბადა: 29.11.1989 წ. ქალაქ მოსკოვში. 1990 წლიდან 1998 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში სადაც სწავლობდა ქალაქ ახალციხის N2 საჯარო სკოლაში....

დაწვრილებითDetails

ნათელა ჯიმშელეიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

ნათელა ჯიმშელეიშვილი - პოლიტიკური გაერთიანების ” ქართული ფესვები” მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში   დაბადების თარიღი: 1980 წლის 23 სექტემბერი, ტყიბული   განათლება:  1987-1996 წწ.   ქ. ქუთაისის 25 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა 1997-1999 წწ. ...

დაწვრილებითDetails

იოსებ კენჭაძე – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 2, 2020
0
კანდიდატები

იოსებ კენჭაძე - ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი დაბადების თარიღი: 1990 წლის 13 აპრილ დღეს მე გადავწყვიტე, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი სამართლებრივი, სოციალური თუ პიროვნული გამოცდილება ხალხის სამსახურს დავუკავშირო...

დაწვრილებითDetails

ლაშა არსენიძე -ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2020
0
ფაქტიურად პენსიონერებს ჯიბეში უყოფენ ხელს – ლაშა არსენიძე
კანდიდატები

ლაშა არსენიძე, "დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა -ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი - მხატვარი, არასამთავრობო ორგანიზაციების _ „ხელოვანთა გილდია“ და „ახალი თავისუფალი დემოკრატიული ძალა“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. სამოქმედო გეგმა * პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"