LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადა

ცესკომ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას აგრძელებს.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განაცხადებით, 1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 11 500-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს საინფორმაციო მასალას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ყველა წესის დაცვით გადასცემენ. იდენტიფიცირების მიზნით მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღჭურვილები იქნებიან ყველა სავალდებულო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებით, მათ შორის პირბადით, ხელთათმანით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მეორე ეტაპის განხორციელება. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ და სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. ასევე, დამატებით აწვდიან ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

დღევანდელი მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 511 338 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე 563 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51); ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – რას სთავაზობს “ქართულ ოცნებას” ბჟანიას ოპოზიცია
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა
მთავარი

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – EU-ს ანგარიში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”
მთავარი

დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს. 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს...

დაწვრილებითDetails

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

by მეგა TV
აგვისტო 10, 2026
0
ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბლოგერს რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შეხვდა. “არ ვიცი, ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის...

დაწვრილებითDetails

ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის ნაცვლად „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"