LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა

საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

დაპოსტა 2020/10/02-ში
A A
121
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს “ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის” კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა, გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. აღნიშნულის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა.

ფაქტზე დმანისის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მარნეულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა
მთავარი

სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი. ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
მთავარი

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.   ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის მხილებას ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს – ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ელისო კილაძის საქმე - დაკავებული ჟურნალისტის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. ნათია კოტრიკაძე იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, რადგან მდინარაძემ ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში ყოფილი პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს  - ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. კაცი ადილიის დასახლებაში იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი წარსულში პოლიციელი იყო. მეზობლებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

დაწვრილებითDetails

რა რეგულაციები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი ხვალ შეხვდება და მეტს მოისმენს მცირეწლოვან შვილებთან ჩანიშნული ხანგრძლივი პაემნის გაუქმების შესახებ....

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

პატრიმრობაში მყოფ ექსპრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს არასრულწლოვან შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს. ინფორმაცია ამის შესახებ “პირველებს“ მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მთავრობის ყოფილ მეთაურს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ წუთებში ხვდება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ...

დაწვრილებითDetails

გორში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს - "ქართლის ამბების" ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ამბობს, რომ ბანკში ჯგუფურად სცემეს

by მეგა TV
აგვისტო 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.   ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"