ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.
მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 6 იმპორტირებულია.
„აჭარა კვლავ ლიდერია 241 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-96, თბილისში-62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემოსვანეთი-15, სამცხე კავახეთი-9, გურიასა და შიდა ქართლში-7 ახალი შემთხვევა გვაქვს, კახეთში-2 , იმპორტირებული 6 შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.