LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სალომე ზურაბიშვილი- ჩემი გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს

ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით – სალომე ზურაბიშვილი

დაპოსტა 2020/10/01-ში
A A
535
ნახვა
გაზიარება

ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით , – ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.

პრეზიდენტმა გაეროს სამიტზე საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრა და ყურადღება მისი დაცვისა და შენარჩენების პრინციპებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.

“COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან საქართველოზე, კონკრეტულად თუშეთზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ.

“რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით.

„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

”მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის ზომები გამოვიყენოთ და დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები.ბოლოდროინდელი ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ გარემოსდაცვითი განზომილება განვითარების ყველა პროგრამაში.

ბიომრავალფეროვნების კუთხით ჩვენი მთავარი ორიენტირი აგრობიომრავალფეროვნება და სატყეო მეურნეობაა. თუმცა, ჩვენ მიზნად ვისახავთ სექტორულიდან მეტად სისტემურ მიდგომებზე გადასვლას. შესაბამისად, ჩემთვის პატივია, საქართველოს სახელით შევუერთდე ,,ლიდერთა მოწოდებას ბუნებისათვის“ და ხაზი გავუსვა ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით გაზრდილ ძალისხმევაში ჩვენს ჩართულობას”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით , გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს.

“ძვირფასო კოლეგებო,სწორედ ახლაა დრო, ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისათვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით.

პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს.

განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.

მეორე – ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისათვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი ყველასათვის.

ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა: ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

მხოლოდ ეფექტიანი სინერგიის მექანიზმით შეგვიძლია ტრაექტორია შევუცვალოთ ბიომრავალფეროვნების კარგვას. COVID-19-ს პანდემია ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება214

დაკავშირებული -პოსტები

“ქართველი მამაკაცია დაღუპული, მისი ცოლი და შვილები რეანიმაციაში არიან” – მძიმე ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

29 აგ­ვის­ტოს უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და კავ­კა­ზის ფე­დე­რა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე, სო­ფელ ინო­ზემ­ცე­ვოს­თან. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ვი Setra-ს ავ­ტო­ბუ­სი წინ მი­მა­ვალ KamAZ-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და და...

დაწვრილებითDetails

“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა
მთავარი

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში, რო­მე­ლიც 30 აგ­ვის­ტოს თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის რე­ის­ზე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, თით­ქმის ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. 30 აგ­ვის­ტოს ღა­მით, "კავ­კა­ზის“ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

საჩხერეში თევზაობის დროს 31 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
რა შეუძლია ძლიერ ლოცვას – სასწაული, რომელიც შეიძლება ერთ წამში მოხდეს
მთავარი

31 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადებას და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის — „ყოველთა დედუფლის“ („პანტანასას“) დღესასწაულს.ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის სარტყლის ტროპარი და „პანტანასას“ ლოცვა. ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის...

დაწვრილებითDetails

რა შესაძლებლობა ეძლევათ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე...

დაწვრილებითDetails

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური დღეა. თამამად იმოქმედეთ, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობაა საჭირო. ტყუპები საინტერესო შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ. კირჩხიბი...

დაწვრილებითDetails

31 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან...

დაწვრილებითDetails

საქართველო-მოსკოვის ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 38-მდე გაიზარდა. მათ შორის 10 ბავშვია. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ...

დაწვრილებითDetails

სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, დღეს საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.   მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.   საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას...

დაწვრილებითDetails

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 30, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

30 აგვისტოს ასტროლოგიურ ენერგიებს ძირითადად ვერძში მოძრავი მთვარის დინამიკა განსაზღვრავს. ეს დღე აერთიანებს ინიციატივას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და პრაქტიკული გეგმების დასახვის აუცილებლობას.   ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ვერძი - დღე მოგიწოდებთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"