LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მარნეულში განვითარებულ მოვლენებს

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მარნეულში განვითარებულ მოვლენებს

დაპოსტა 2020/09/30-ში
A A
240
ნახვა
გაზიარება

მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

მომხდარ ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ნახეთ როგორია მათი შეფასებები:

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიის ძალადობით გადაფარვა, მხოლოდ იმ ადამიანის ინტერესში შედის, რომელსაც სამართლიან არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

 

„ თავისუფალი დემოკრატები“ ვეხმიანებით და ვგმობთ მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პირობაა და მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათზე თავდასხმა. „თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“.

 

„ცოტა ხნის წინ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები ცემეს. ეს არის ცეცხლთან თამაში და უკიდურესად საშიში პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წაგების შიშისა და სასოწარკვეთის ფონზე გადაწყვიტა, ყოველდღიურად იძალადოს იმ ადამიანებზე, რომლებიც დისკომფორტს უქმნიან. – ელენე ხოშტარია

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა „ზონდერობას“.

„პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. “ფორმულა”, “მთავარი”, “პირველი” – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ“, – გიგი უგულავამ.

 

ხელისუფლებამ ფრონტის ხაზი გახსნა აკეთებს იმას, რასაც ყველა არჩევნებზე აკეთებდა და დღევანდელი დღე გამონაკლისი არ არის. ხელისუფლება ცდილობს, რომ ძალის დემონსტრირება გააკეთოს და თითქოს მოსახლეობა დააშინოს, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმა მუშაობს. ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამ ყველაფერს უკუძალა გააჩნია და ამით ამომრჩეველი, პირიქით, ღიზიანდება. – ზაალ უდუმაშვილი

 

„ქართუოლი ოცნება“ თავის ჩვეულებას არ ღალატობს და ცდილობს, რომ ამ ძალადობით რაიმე შედეგს მიაღწიოს. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო თავის დასასრული მშვიდად მიეყვანა. თუმცა, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი მმართველობა ცუდად დაასრულონ. – გივი ქველაძე

 

„ძალიან რბილად და ლამაზად არის ნათქვამი ოლიგარქიული მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ჩრდილოვანი მმართველობა და ხალხი შეიძლება ვერც იგებს ამ უბედურების ნამდვილ შინაარსს. არის ბანდიტი სახელმწიფო, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მიდის ყველაფერზე და ძალაუფლება იმისთვის უნდათ, რომ ძარცვონ ქვეყანა, მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული, დააჯდნენ სახელმწიფო საწარმოებს და წლების განმავლობაში გაღატაკებული ხალხი და გამდიდრებული ოლიგარქის გარემოცვა და უნდათ აი ამ სიკეთეების შენარჩუნება სწორედ ძალადობრივი გზით. ხელისუფლება გააფრთხილა ათჯერ როგორც ევროპამ, ასევე ამერიკამ, რომ ნუ იქნება ძალადობა – ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რას აპირებდნენ წინასაარჩევნოდ, რა იყო მათი მუდმივი ხელწერა ამ 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებისას. ეს იყო ძალადობა, მოსყიდვა და მუქარა. ყველაფერი რომ შევაჯამოთ ქვეყანაში არ არის პირობები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს მათ ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს“, –  რომან გოცირიძემ.

 

“აქ არის ძალადობის ეპიცენტრი. უმთავრესი გზავნილი, ძალიან მკაცრი, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არის ის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. იმიტომ, რომ ეს ასე თუ არ მოხდება და გაგრძელდება დაუსჯელობის სინდრომი, რამაც დაისადგურა „ქართული ოცნების“ პირობებში, ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი კრიმინალი, ამას მოჰყვება კიდევ უფრო მეტი განუკითხაობა და ამას მოჰყვება ის, რომ ადამიანები აღარ გრძნობენ თავს დაცულად“, – თინა ბოკუჩავა.

 

ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, ის რაც ორი დღის წინ ბოლნისში, გუშინ გლდანში, დღეს მარნეულში და ზოგადად მთელ საქართველოში ხდება. ამ ხელისუფლებას ან პროცესების მართვის უნარი აღარ შესწევს ან თვითონ არის ინციდენტის ინსპირატორი. ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და წაახალისა. – ბადრი ჯაფარიძე

 

“განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. კატეგორიულად მოვუწოდებთ სამართალდამცველებს – სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში“ – მამუკა ხაზარაძე

 

წინასწარი მონაცემებით, რაც ვიცით, ეს არის პროვოცირებული დაპირისპირება და პროვოკაცია მოდის იმ პოლიტიკური გუნდიდან , რომელსაც, რასაკვირველია, გამოცდილებაც აქვს ამ პროვოცირების და რასაკვირველია, აწყობს დაძაბულობა. დაბალი რეიტინგის პირობებში, ერთადერთი გზა მათი წარმატებისათვის არის დაძაბულობა და დესტაბილიზაცია. არ უნდა დაუშვას ჩვენმა საზოგადოებამ ის, რომ ახდეს მავნებლური პოლიტიკური ძალების ოცნება და დაპირისპირება გახდეს წინასაარჩევნო მთავარი დამახასიათებელი ნიშანი – გია ვოლსკი

 

„სრული განუკითხაობაა მარნეულშიც, ბოლნისშიც და გლდანულაშიც. კორპუსებიდან, სადაც ბავშვები და ქალები არიან, ქვებს ისვრიან. ეს ხელისუფლება არ არის – ეს ხალხი ზოოპარკში უნდა იჯდეს, გალიებში. ამათი სამინისტროში, უწყებაში ან პარლამენტში ყოფნა, როგორ შეიძლება და შემდეგ ბატონი კობახიძე გამოდის და როგორც 20 ივნისს, კიდევ აქეთ „გვეკაჩავება“ და იძახის, რომ თურმე ნასვამები იყვნენ, თურმე პროვოკაცია მოაწყვეს და თავები ურტყეს „ქართული ოცნების“ ზონდერ ბრიგადის მუშტრებს. მანქანა დამსხვრეულია, ჟურნალისტები გალახულია, კადრები არსებობს – ბატონებო, ყველაფერს მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ“, – გრიგოლ ვაშაძემ.

 

„სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება, რადგან „ოცნება“ დღეს იმ ხალხითაა გავსებული, ვისაც ქვის და ჯოხების მეტი არაფერი უნახავს. მოკლედ, სტილი დაცულია, არაფერი შეცვლილა – ხალხი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა 2012 წელს, იგივე ხალხი იბრძვის 2012 წლის ღირებულებების დასაცავად. ამიტომ, მესამე და მეოთხე ძალა კი არა, ხალხის ძალა უნდა გამოჩნდეს. მაშინ, როდესაც ხელისუფლება შიმშილს და საჩხერის მოდელს სთავაზობს ხალხს, არამგონია უფუნქციოდ დატოვებული, უმუშევარი ადამიანები დასხდნენ და ასე მშვიდად უყურონ როგორ ახრამუნებენ ვიღაცები უცხოეთიდან შემოსულ დახმარებას. აი, ამიტომ უნდა დასრულდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება”, – დავით ჭიჭინაძე.

 

,,ეს ადამიანები წახალისებული არიან მმართველი გუნდის მიერ, რაზეც მიუთითებს მათი გუშინდელი განცხადებაც. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ ოპოზიციურ პარტიებს მაშინ, როდესაც პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა, საჯარო მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას ამ ძალადობაში და „ქართული ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, პირდაპირ საჯარო მოხელეებს აქეზებს ოპოზიციური აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მოვითხოვთ ყველა მოძალადის უმკაცრესად დასჯას, განსაკუთრებით იმ საჯარო მოხელეების რომლებიც იყვნენ ამაში ჩართული. გეყოთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ძალადობით ვერ შეინარჩუნებთ ხელისუფლებას. აღარ გინდათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა გააგრძელოთ? აღარ გინდათ, რომ საჯარო აქტივობა გქონდეთ? ეს ძალადობა დაასამარებს თქვენს პოლიტიკურ ამბიციებს, ასეთი ქმედებებით თქვენ პოლიტიკურ სამარეს ითხრით საკუთარი თავისთვის,“ – სერგო ჩიხლაძე.

 

გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის საარჩევნო გარემოს დაძაბვის, არჩევნების წინ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინების და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების გზა. ეს არის გზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს და სტაბილურობას, ეს არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ერთმანეთთან დაჯახებამდე და სახელმწიფოს მხრიდან მისი მთავარი ფუნქციის – მართლწესრიგის მორღვევამდე. დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, დღეს ადამიანებს სჭირდებათ პასუხები კითხვებზე. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება კიდევ ერთხელ აგვარჩევინოს ცუდი, უარესის შიშით. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება სამოქალაქო დაპირისპირების გზაზე დააყენოს ქვეყანა“, – დავით ბაქრაძე.

 

პასუხი გაეცემა ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ.ის, რაც ხდება მარნეულში, ეს არის დაშინების ორგანიზებული კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, უბრალოდ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რეალურად დარწმუნებულია იმაში, რომ ეს არჩევნები მათთვის ძალიან სავალალო შედეგით დასრულდება, ამიტომ გადავიდა პირდაპირ ძალადობის და დაშინების კამპანიაზე. – სალომე სამადაშვილი

 

ვიდრე გამოძიება არ ჩატარებულა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, თუ რომელი მხარე იყო პროვოკაციის ინსპირატორი-ძნელია, თუმცა მედიაზე თავდასხმა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. გვინდა დავიტოვოთ იმედი, რომ გამოძიება კომპეტენტურად ჩატარდება და თავის სიტყვას იტყვის, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ზოგადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 8 წლის შემდეგაც, კვლავ ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული წინა წლებში მომხდარი ინციდენტები, ასევე მოქმედი ხელისუფლება, კვლავ ინარჩუნებს ე.წ. „ზონდერებს“ და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართლებრივი კუთხით არ რეაგირებს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ფონს ქმნის,“ – პარტია “თავისუფალი საქართველო”.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

გაზიარება96

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"