წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადეს, ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. სავარაუდოდ, ბრალდებული არასრულწლოვანის ოჯახის ახლობელია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მოძალადე ჯერ არ დაუკავებიათ. რაც შეეხება 17 წლის მოზარდს, ის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარია.
გოგონასთან უკვე მუშაობენ ფსიქოლოგები. “მთავარის” ინფორმაციით, დამნაშავეს შემაკავებელი ოქმი გამოუწერეს და გამოძიება ექპერტიზის პასუხს ელოდება.