LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოვიდა ლია ექიმი, ეპიდემიისგან უკვე ძალიან დაღლილი, ამოისუნთქა და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში. მორჩა – ვიკა ბუკია

მოვიდა ლია ექიმი, ეპიდემიისგან უკვე ძალიან დაღლილი, ამოისუნთქა და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში. მორჩა – ვიკა ბუკია

დაპოსტა 2020/09/28-ში
A A
404
ნახვა
გაზიარება

და რადგან მოგვადგა დავიწყეთ ჭიდაობა კორონასთან – ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ და მისმა მეუღლემ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კორონავირუსი დაამარცხეს. მათ ტესტზე უარყოფითი პასუხი გუშინ მიიღეს, დღეს კი საავადმყოფო დატოვეს.

ჟურნალისტი, რომელიც ორ კვირაზე მეტ ხანს გვიყვებოდა როგორი იყო ვირუსი, მისი სიმპტომები, მასთან ბრძლა კოვიდ19-ზე ბოლო პოსტს აქვეყნებს.

“და ეს დღეც დადგა. ბოლო პოსტი. მოვდივართ.

ერთმა მაჯახა ძალიან გულწრფელად: 20 დღეა მანდ ხარ და კი დაამარცხებდი ოდესმე ამ ვირუსს, ეგ რანაირი დამარცხება გამოვიდაო. კი, გრძელი და დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხებული ვირუსია ეს. თითქოს განზრახ შემეყარა ასე მწვავედ, ამ “გაუთავებლად მპოსტავ ქალს” რომ ეჩვენებინა სხვებისთვის თავისი ძალა, შესაძლებლობები, როგორი ვერაგია და როგორი არაპროგნოზირებადი. ლევანი? ამ წინასაარჩევნო ორომტრიალში აქ რომ აღმოჩნდა აქ, ეს ხომ უბრალოდ ირონიაა.

აბა ვირუსი როდისაა დროული? მაგრამ ჩემი იმუნიტეტითვის (რომელმაც ვერ მოასწრო გაძლიერება მშობიარობის შემდეგ) მთლად უდროო აღმოჩნდა. ეტყობა ამიტომაც შემარჩია. დიდებული პრეზენტაცია ქონდა:) უნდა ეჩვენებინა თუ როგორ შეუძლია დაარტყას დასუსტებულ იმუნიტეტს, მოაშოროს 4 ბავშვის დედა შვილებს 20 დღით; მერე გეგმები აუწეწოს ახალ სამსახურში; წამოახტუნოს ეთერიდან, განაცდევინოს თუ რა მწარეა სხვების ტესტის პასუხს რომ ელოდები, გამოატაროს უკიდეგანო უხერხულობა, გამოაცალოს ენერგია და გახვიოს შემაწუხებელი ხველის, უჰაერობის, სიცხის, ანთების და სხვადასხვა სიმპტომების ალში; ბოლოსდაბოლოს, გამოკეტოს პატარა ოთახში, ამ პატარა პალატაში უსასრულოდ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც წავიდეს ?
და რადგან მოგვადგა ჩვენც ხომ უნდა გვეჩვენებინა რა შეგვიძლია? ჰოდა, დავიწყეთ ჭიდაობა კორონასთან. მოვყევი მასთან ბრძოლის ამბავი. როგორი სიმპტომებია, მკურნალობა, შეგრძნებები, ფსიქოლოგიური ფაქტორები. რა არის მითი. და რა მართალი. როგორი წინააღმდეგობა უნდა, რა ძალა და რა ენერგია სჭირდება რომ მოერიო. ყველაფერი ვთქვი. ყველაფერი გაგიზიარეთ. ჰოდა, დავამარცხეთ. ეს არ ნიშნავს, რომ დაამარცხებენ სხვებიც. ცხადია, მაგას ნიშნავს.
სიტყვებს აქვთ დიდი ძალა. ცრურწმენა არაა ეს. ჩვეულებრივი ამბავია. სიტყვას შეუძლია იმედი შეგმატოს, ან პირიქით სულ დაგიკრგოს ხალისი. ჰოდა, თქვენ რაც ჩვენ სიტყვებით “გვიმკურნალეთ”, როგორც თქვენ ჩვენ სული გვიბერეთ ამ დაზიანებულ ფილტვებზე ეს არსად დაიკარგება. და სულ იქნება ჩვენში ეს ჯადოსნური სიტყვები. და დაგვეხმარება ვაკეთოთ რაღაცეები, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სადღაც მაინც მნიშვნელოვანი. დიახაც, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ზუსტად ასეთი სიტყვები გვეხმარება ადამიანებს ვიგრძნოთ თავი სასარგებლოდ. განა პატარა ამბავია ეს? ისევ ადამიანი თუ აგრძნობინებს მეორე ადამიანს თუ როგორი საჭირო და განსაკუთრებულია. რომ ტყუილად არავინ იბადება, და ტყუილად არავის არაფერი შეემთხვევა და ტყუილად არაფერი არ ხდება. რომ ყველას რაღაც მისია აქვს:)
მოვიდა ახლა ლია ექიმი, ეპიდემიისგან უკვე ძალიან დაღლილი და დაქანცული, მაგრამ მაინც ჩვენი გულშემატკივრობის თავი რომ აქვს – ისეთი. შემოგვხედა, ამოისუნთქა და გვითხრა: წადით, ბავშვებო, სახლში. მორჩა.

და ძალიან ტკბილი სიტყვები იყო ეს.” – წერს ვიკა ბუკია.

გაზიარება162

დაკავშირებული -პოსტები

შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ თანხის შეგროვება იყო მიზნობრივი – შემდეგი ნაბიჯია ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პრემიერთან შეხვედრაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძემ პირადად ჩვენგან მოისმინა ინფორმაცია. გამოირიცხა ძალიან ბევრი თემა, რაც აქამდე იყო, თითქოს მართულები ვართ, გამოირიცხა წამლის საფრთხე, თანხის შეგროვება რომ მიზნობრივი იყო, ამაზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს იყო ძირითადად...

დაწვრილებითDetails

შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ეს იყო იმედისმომცემი შეხვედრა – ზაქრო გვიშიანი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე
მთავარი

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან - ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი...

დაწვრილებითDetails

სიკ­ვდი­ლამ­დე მო­უს­წრია და ცო­ლის­თვის უთ­ქვამს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა – რა ახალი დეტალები ხდება ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“რო­გო­რი სა­ში­ში გახ­და ცხოვ­რე­ბა” – ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
მთავარი

ბათუმში პირველ ივნისს მოკლულ 43 წლის როლანდ დავითაძეს (როლიკა) ე.წ ბო­ნის ქუ­ჩა­ზე 8 ტყვია შვილის თვალწინ მისმა მეგობარმა ესროლა - ამის შესახებ ინფრომაციას ამბები. ჯი ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ მოკლული...

დაწვრილებითDetails

აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია – ქარტია:

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომლის გათავისუფლებას უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ქარტია მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს. 2...

დაწვრილებითDetails

მაისში წლიურად ფასები 5.7%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა...

დაწვრილებითDetails

„თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
მთავარი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „თეატრალური იმერეთი 2026“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან. „წელს სიახლეა, რომ სპექტაკლები მუნიციპალიტეტებში ჩატარდება, ნაცვლად ქუთაისის ლადო...

დაწვრილებითDetails

“შვილის ნათლიამ სანადირო თოფით მოკლა…” – სამეგრელოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მისაღებ ოთახში შესულ ახლობლებს თეა ხარგელია უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ახალგაზრდა ქალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მძიმედ დაჭრილი გზაშივე გარდაიცვალა. ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა....

დაწვრილებითDetails

კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფეხბურთელი ჯაბა დვალი
მთავარი

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. “უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში....

დაწვრილებითDetails

„სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და შეეცადნენ მასში არსებულ ფულს დაუფლებოდნენ”- 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 3, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, დილის საათებში ბრალდებულებმა, თანხის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"