ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულს სკოლის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია და სასწავლო პროცესის განახლებას ხელი არ შეეშლება.
“დადასტურებული არის ერთი შემთხვევა მე-15 საჯარო სკოლაში და ეს არის პედაგოგი. ამ დილით დაუფიქსირდა ტესტზე დადებითი პასუხი. მას კონტაქტი სხვა პედაგოგებთან და მით უფრო მოსწავლეებთან არ ქონია, შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენს, ” – ამბობს რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, ქუთაისში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული აქვს 160-მდე პედაგოგს, აქედან ნაწილი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, ნაწილს აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.