პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ. როგორც ცნობილია პოლიტიკოსს გულის ოპერაციას ხვალ, 10 საათზე ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარდება.
გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგოამრეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. სწორედ მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო.










