LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნამოხვანში “ენკას” ხიდის მოსამზადებელი სამუშაოები რიონმა წაიღო (+ფოტო)

უდიდესი რისკების ფონზე ადგილობრივებს ნამოხვანჰესზე დასაქმებას ჰპირდებიან

დაპოსტა 2020/09/17-ში
A A
1.3k
ნახვა
გაზიარება

ადგილობრივების დასაქმება გახდება თუ არა ნამოხვანჰესის მშენებლობის რისკების საპირწონე

რიონის ხეობის იმ მონაკვეთს, რომელიც ქუთაისს გადმოყურებს და არაპროგნოზირებადი წყალუხვობით ხასიათდება  ჰესის მშენებლობისათვის შეუსაბამოდ მიაჩნია ყველას, ვინც ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

გაცხადებულია, რომ  ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური ჰესის მშენებლობით დაიტბორება რიონის ხეობაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მოსახლეობა, რომელთაც კომპესაციას და სამუშაო ადგილებს სთავაზობენ. მაგრამ იგი ახლო თუ არა შორეულ მომავალში ქალაქ ქუთაისისათვის გარდაუვალ საფრთხედ მიიჩნევა და შეიძლება ის მსოფლიოს იმ ქალაქებს შეემატოს, რომელიც წლების წინ სრულად განადგურდნენ იქ არსებული კაშხალის კედლის დაზიანებით, მიწისძვრის ან წყალდიდობის გამო.

ENKA („ენკა“) საქართველოში აცხადებს, რომ კომპანია მიმდინარე პროექტში 2 000-მდე ადამიანს დაასაქმებს,  რომელთაგან  80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

კომპანია ENKA Renewables (შპს“ენკა რინიუებლზ“) ახორციელებს ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტს, რომელშიც ამჟამად უკვე 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გავრცელებულ რელიზში ძირითადი აქცენტი დასაქმების პრიორიტეტულობაზე კეთდება:

”დასაქმების კუთხით ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის სამუშაო ადგილების შექმნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რიონის ხეობაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი მოსახლეობისთვის. წყალტუბოსა და ქუთაისის მოსახლეობა ამ მხრივ ასევე პრიორიტეტთა სიაშია. ადგილობრივთა მაქსიმალური რაოდენობის დასაქმების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თვითმმართველობის ორგანოებთან. ისეთ პროექტებს, როგორიცაა ნამახვანის ჰესების კასკადი, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზე და ამ მხრივ ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ENKA ამაყობს იმით, რომ ტრადიციულად, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელია, რომელიც ქმნის კონკურენტულ სამუშაო პირობებს, თანაბარ შესაძლებლობებს, უზრუნვეყოფს თანამშრომლების მომზადება-განვითარებას, იცავს მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს” – აცხადებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა პეტრიაშვილი.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აქვე უნდა აღინიშნოს , რომ დღემდე უცნობია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მას შემდეგ,  რაც 2015 წელს  წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები განხორციელდა.

საქართველოს ,,მწვანე ალტერნატივამ“ განიხილა რა  ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები მოამზადა ვრცელი ანგარიში, რომელშიც ნათლად არის განმარტებული, თუ რატომ უნდა წარმოადგინოს სრული გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიში:

„აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ მყარ საფუძველს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს სრული გზშ ანგარიში ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად.“ როგორც ცნობილია  2015 წელს მომზადებულ გზშ  ანგარიშში მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასება გაკეთებულია საბჭოთა სტანდარტებით და კომპანიას უნდა მიეთითოს, რომ გამოიყენოს „საქართველოს მდინარეების გარემოსდაცვითი ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო“,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“  და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოები.

ის ექსპერტები, რომლებიც  სიღრმისეულად იცნობენ მდ. რიონის ქცევას, კასტრული მღვიმეების გეოგრაფიას, ხეობის ქანების მდგრადობას, თვლიან რომ ობიექტური გზშ რიონის ხეობაში მასშტაბური კაშხალის უსაფრთხო მშენებლობის შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავს.

თავად კომპანია კი მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე  აწარმოებს და აქცენტებს მშენებლობის სარგებელზე კერძოდ, დასაქმებულთა მნიშვნელოვან რაოდენობაზე აკეთებს.

გაზიარება526

დაკავშირებული -პოსტები

ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
მთავარი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს: "არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება. პარლამენტს განსახილველად “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის არსებობა სათანადოდ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გრამის ფასი შემცირდა – რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ნელ-ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 531 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.23%-იან მატებას...

დაწვრილებითDetails

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს. ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს. ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს. „სულ რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

დედას, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და  გარდაიცვალა... იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"