გააჩერეთ საათები! ისინი მე წუთებს მითვლიან – ამ სლოგანით გამართეს საპროტესტო აქცია ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა. ისინი ქუთაისის ცენტრში გაჩერებულ საათს აპროსტესტებენ.
,,უკვე დიდიხანია რაც გაჩერებულია საათი, ამაზე არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ რა თქმა უნდა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მათი მხრიდან და საათი დღემდე არასწორ დროს აჩვენებს “. – განაცხადა ლეიბორისტთა ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა გაგი ახალაძემ.









