LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­ღვევს სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს იცავს – რა პრობლემები აქვთ ვირუსგადატანილ ადამიანებს

თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­ღვევს სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს იცავს – რა პრობლემები აქვთ ვირუსგადატანილ ადამიანებს

დაპოსტა 2020/09/15-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხებს. მეც­ნი­ე­რე­ბი კვლავ სწავ­ლო­ბენ COVID-19-ის ბუ­ნე­ბას და ვირუ­სის ბო­ლომ­დე შე­საც­ნო­ბად ჯერ კი­დევ არა­ერ­თი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. და­ნამ­დვი­ლე­ბით მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მკვეთ­რად იმა­ტებს.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი აქვთ და ისი­ნი ძველ ცხოვ­რე­ბას ვერ უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ძი­რი­თა­დი პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წე­რენ:

  • ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა;
  • პულ­სის აჩ­ქა­რე­ბა;
  • სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა;
  • სა­ერ­თო სი­სუს­ტე;
  • თა­ვის ტკი­ვი­ლი;
  • ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბა

ვნა­ხოთ, რას ჰყვე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც COVID-19 და­ა­მარ­ცხეს:

182 დღეა მას შემ­დეგ, რაც 27 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, ჩარ­ლი რა­სე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და ამ­ბობს, რომ გა­მო­ჯანმთე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ვერ ცხოვ­რობს ისე, რო­გორც მისი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ის ვე­ღარ დარ­ბის კვი­რა­ში სამ­ჯერ 5 კმ-ს, რო­გორც ამას და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე აკე­თებ­და, არ და­დის გა­სარ­თო­ბად, არ მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ არ არის უკე­თე­სად.

“რომ მცოდ­ნო­და ასე ცუ­დად ვიქ­ნე­ბო­დი, ყო­ვე­ლი­ვეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბო­დი, მაგ­რამ მა­შინ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ ახალ­გაზ­რდა ხართ და და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თოდ არ გექ­ნე­ბათ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი, ან ორი კვი­რით იქ­ნე­ბით ავად და მხო­ლოდ ეს იქ­ნე­ბო­და“, – ამ­ბობს რა­სე­ლი “გარ­დი­ან­თან“.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფო­ტოგ­რაფს აწუ­ხებ­და ტკი­ვი­ლე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში, მწვა­ვე შა­კი­კი, ჰქონ­და სუნ­თქვის პრობ­ლე­მა, თავ­ბრუს­ხვე­ვა და დაღ­ლი­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში და ამ სიმპტო­მე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახ­ლაც გა­ნიც­დის.

ვირუ­სი მისი ორ­გა­ნიზ­მი­დან 2-კვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გაქ­რა, თუმ­ცა შემ­დეგ ჰქონ­და გულ-მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. “თით­ქოს ვი­ღაც მაწ­ვე­ბო­და“, – ამ­ბობს რა­სე­ლი.

სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ტეს­ტის მი­ხედ­ვით ვირუ­სი აღარ ჰქონ­და და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობ­და და რომ მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და იმ პა­ცი­ენ­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი და­ა­მარ­ცხეს.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი უარს ამ­ბო­ბენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, ან არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტა­ცი­ას, ამით ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, მინ­და შე­ვა­ჯან­ჯღა­რო და ვუ­თხრა მათ – “უკვე ექ­ვსი თვეა ამით ვცხოვ­რობ.“ ვფიქ­რობ, ბევ­რი ახალ­გაზ­რდა თვლის, რომ თუ რა­ი­მე პირ­და­პირ არ მოქ­მე­დებს შენ­ზე, ის სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვლავ და­დი­ან პა­ბებ­ში, ყო­ვე­ლი­ვეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რე­ბენ და მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ მათ გამო – ამ­ბობს რა­სე­ლი.

მისი თქმით, სწრა­ფად იღ­ლე­ბა, კი­ბე­ებ­ზე ას­ვლა უჭირს და ქრო­ნი­კუ­ლად აქვს დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი CNN-თა­ნაც.

ბრი­ტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ლუსი გა­ჰა­ნი, რო­მელ­საც COVID-19 5 თვის წინ ჰქონ­და, ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტმს ამ დრომ­დე არ დაბ­რუ­ნე­ბია. მისი თქმით, ზოგ­ჯერ სუნ­თქვა უხ­შირ­დე­ბა, აქვს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, უბუჟ­დე­ბა ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი და მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დრო­საც კი, გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. მსგავ­სი რამ შხა­პის მი­ღე­ბის დრო­საც კი ემარ­თე­ბა.

“სა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბო­დი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი იო­გა­თი, თუმ­ცა ახლა ამას ვერ ვა­კე­თებ. მხო­ლოდ ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი შე­მიძ­ლია და წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რა მოხ­დე­ბა, თუ სარ­ბე­ნად წა­ვალ, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი ვარ და ეს არ მაშ­ფო­თებს“, – ამ­ბობს ლუსი.

36 წლის ფიტ­ნეს-კონ­სულ­ტან­ტი ლას-ვე­გა­სი­დან, კორი კუ­პერ­სმი­ტი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა. ის ვირუ­სით თე­ბერ­ვალ­ში და­ინ­ფი­ცირ­და, ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ის მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა­სა და დაღ­ლი­ლო­ბას.

ამის გამო ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა. ბო­ლოს იმუ­ნო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხა­რის­ხი პა­თო­ლო­გი­უ­რად და­ბა­ლი იყო.

რო­გორც “გარ­დი­ა­ნი“ წერს, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტის შე­სას­წავ­ლად კვლე­ვა ახ­ლა­ხანს და­ი­წყო, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, ჩარლზ შე­პარ­დი უკვე ამ­ბობს, რომ მუ­შა­ო­ბენ თე­ო­რი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას, სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს იცავს. მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა.

შე­პარ­დის გან­მარ­ტე­ბით, ბოლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დის­ფუნ­ქცია იწ­ვევს მი­აგ­ლი­ურ ენ­ცე­ფა­ლო­მი­ე­ლიტს, ანუ ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრომს და თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ კო­რო­ნა გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­შიც დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ნამ­დვი­ლად იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, მე­დი­კო­სე­ბი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზას მარ­ტი­ვად იპო­ვი­ან.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლი­ოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ვირუ­სი პირ­ვე­ლად 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 29.4 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, პერუ, კო­ლუმ­ბია, მექ­სი­კა, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, ეს­პა­ნე­თი და არ­გენ­ტი­ნა.

AMBEBI.GE

გაზიარება455

დაკავშირებული -პოსტები

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. კურო შესაძლოა, დაუფიქრებელი...

დაწვრილებითDetails

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი
მთავარი

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"