საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს.
“მეგა ტვ” სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა მხოლოდ ორი კვირით გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განათლების სამინისტროსთვის ჯერ უცნობია იმ სკოლების ჩამონათვალი, სადაც 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ დაიწყება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებები შესაძლოა ისევ იყოს და დაზუსტებული მონაცემები სკოლების შესახებ არ აქვთ.