შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა რა დროსაც პასუხი მოვიდა დადებითი. მანამდე გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა და პასუხი უარყოფითი იყო.
მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისათვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას. კოვიდ დადებითი მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.










