”ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად !!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ , ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86.
2020 წ. 8 სექტემბერი.” – ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს – რა დეტალები ხდება ცნობილი
მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მტკვრიდან მანქანა უკვე ამოიყვანეს. მათივე ცნობით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები....