ზესტაფონში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თხრილი გაჩნდა, რომელშიც 7 ადამიანი ჩავარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.










