LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

ქართველები ლაღი ერი ვართ – თენგიზ ცერცვაძე ქორწილში დაინფიცირებულებზე

დაპოსტა 2020/09/05-ში
A A
372
ნახვა
გაზიარება

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს ან გერმანელებს, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გასულ კვირას ქორწილში მყოფ ორ სტუმარს ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, რაც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს მოსახლეობაში.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტისმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას,რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად შემთხვევების დაფიქსირებისა ხელისუფლებამ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ არა.

„არა, იმიტომ, რომ თავიდან, როდესაც პანდემია იწყებოდა რისკის მოლოდინი მაშინ მეტი იყო. არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა ეს პანდემია. საფრთხე იყო იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო. ახლა, მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენც, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რა შემთხვევებში. ამ გამოცდილების საფუძველზე ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება და ისიც, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით მომზადებულია და დღეში, ის ორი თუ სამი ათეული შემთხვევა კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება149

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

12 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°;...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"