სოფელ გოდოგანში, ლევიძეების უბანში მოსახლეობამ აქცია გართა. ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ.
მათი თქმით ხელისუფლებამ პრობლემის შესახებ იცის, თუმცა ნახევარ კილომეტრამდე გზას ადგილობრივთა პოლიტიკური შეხედულების გამო არ აგებენ.
სასწრაფო ვერ ამოდის წვიმაში გაუსაძლისი ვითარებაა, დაგვეხმარეთ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“ბავშვებმა სკოლაში ხომ უნდა იარონ, ბაღში უნდა იარონ. სკოლას ჰყავს მარშუტკა, ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ გზის გამო არ დადის. უჭირთ გზები რომ არ არის. რა ქნას მძღოლმა. სასწრაფო უკიდურეს მდგომარეობაში თუ ვიქნებით მაშინ მოდის, თორე ისე არა. რომელი სასწრაფო ან მარშუტკა ჩამოვა ახლა აქ. კილომეტრი უნდა გავიაროთ ფეხით ტვირთით. მე ვარ და ნაოპერაციები ვარ, ჩემი მეუღლეა და ნაოპერაციებია, სიმძიმის აწევა ჩვენთვის არ შეიძლება. ერთი წელი იქნება რაც კვირაში ორი დღე დაგვენიშნა მარშუტკა და იმანაც დაანება თავი, ამ გზის გამო. ორი კილომეტრი გზა იქნება დასაგები. ჩამოივლის ვინმე მოგვაწერინებს ხელს გზა გაკეთდება და არაფერი შედეგი არ არის. 15 ლარი უნდა აქედან ტაქსს ქუთაისში რომ ჩავიდე, მაგრამ აქედან მე რამდენი უნდა წავიღო გასაყიდი რომ შემდეგ ტაქტს 15 ლარი მივცე. სადაა დღეში 30 ლარი ტაქსისთვის” – ამბობს მარიამ ლევიძე.