თბილისი-ბათუმის გზაზე, ურეკთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადრბენ ”ტოიოტა ქემრისა” და ”ტოიოტა ჰაილენდერის” მარკის ავტომობილების შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.










