შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში, ბაღდათსა და ამბროლაურში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო.
შსს-ს ცნობით, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების მიხედვით ხდება. დანარჩენი 6 იზოლატორისთვის ექიმების მოძიებისა და სამედიცინო პერსონალით იზოლატორების სრულად დაკომპლექტების მიზნით, სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.
დამატებითი ინფორმაცია ჭიათრაში, ბაღდათსა და ამბროლაურში დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ჭიათურა – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61919?active=1
ბაღდათი – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61912?active=1
ამბროლაური – https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61909?active=1










