საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა.
49 წლის ხადურის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახლობლებუ გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ.
ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.
2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ნოდარ ხადური გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.