LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვინ არის ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც 100%-იანი გრანტი მიიღო – გაიცანით წარმატებული აბიტურიენტები

ვინ არის ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც 100%-იანი გრანტი მიიღო – გაიცანით წარმატებული აბიტურიენტები

დაპოსტა 2020/09/01-ში
A A
20.9k
ნახვა
გაზიარება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
Mshoblebi.ge 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს ესაუბრა:
ნანუკა მუშკუდიანი:
– ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64,  ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55  ქულა ავიღე.
სიმართლე გითხრათ,  100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი.  ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.
mshoblebi
– როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისად კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.
მარი ღვინიაშვილი:
– დავამთავრე თბილისის 129-ე  საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ქართულში – 68, ზოგად უნარებში – 68, უცხო ენაში –

80, ისტორიაში კი – 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.

mshoblebi
 
– როგორ შეაფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?
– ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.
100-იანი გრანტით ჩაირიცხა “თავისუფალ უნივისრსიტეტში” ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე

ზუკა შაყულაშვილი, რომელიც კერძო სკოლა “ბრიტანიკის” კურსადამთავრებულია. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. ჩვენთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო შედეგებით. “მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი”.

mshoblebi

ნინო ქიტესაშვილი:

– თბილისის 166-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩავირიცხე ISET-ში. დაფინანსებას ველოდი, ვიცოდი, რომ ან 70-იანი გრანტი იქნებოდა ან 100-იანი. ბოლო დღეებში მივხვდი, რომ სრული დაფინანსება საკმაოდ რეალური და მოსალოდნელი იყო: ქართულში – 57, მათემატიკაში –  53,  ინგლისურში – 79 ქულა ავიღე გამოცდებზე.
mshoblebi
თაკო წულაია:
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავამთავრე მარტვილის N1 საჯარო სკოლა. რეპეტიტორთან დავდიოდი. ქართულში -70/66, ინგლისურში – 80/72, ისტორია – 60/58 ქულა დავაგროვე.
mshoblebi
– როგორ შეფასებ სკოლაში მიღებულ ცოდნას?
– სკოლა საკმარისს განათლებას გაძლევს იმისთვის, რომ აბიტურიენტობისას მასალა უკეთ აითვისო და მარტივად გადაიმერო პროგრამა, მაგრამ რეპეტიტორთან რომ არ მევლო, ვფიქრობ, თავდაჯერებული არ ვიქნებოდი გამოცდებზე გასვლისას. თუმცა, ჩემს სკოლაში პროფესიონალები ასწავლიან, მთავარია, სკოლაში მიხვიდე და ბოლო წელი არ გააცდინო.
გოგა გემაზაშვილი:
– 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე ISET-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვის 199-ე სკოლა. რეპეტიტორებთანაც და დავდიოდი მოლოდინიც მქონდა, რომ უმაღლესში სასწავლებლად სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი. ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუხარდათ.
mshoblebi
 
ელენე ავალიშვილი:
– კომაროვის სკოლა დავამთავრე და თსუ-ში ჩავაბარე, ISET-ში ჩავირცხე. ზუსტად არ ვიცოდი, სწავლის სრულ დაფინანსებას თუ მოვიპოვებდი. რაც შეეხება კითხვას, როგორ ვაფასებ ქართულ განათლების სისტემას, ჩემი აზრით, ბევრი რამის შეცვლაა საჭირო. ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა.
mshoblebi

ანა ფაცია:
– სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დავამთავრე და  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში – საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობაზე ჩავირიცხე. დავდიოდი რეპეტიტორებთან, თუმცა თავადაც დაუღალავად ვშრომობდი იმისთვის, რომ მიზნისთვის მიმეღწია.
mshoblebi
ერთობლივმა მუშაობამ კი შედეგი გამოიღო. ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, ყველა ძალიან აღელევბული და გახარებულია ჩემი წარმატებით.
mshoblebi
მარიამ დვალაძე:
– თბილისის 30-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.  ქართულში – 62, ქიმია – 66, ბიოლოგიაში მაქსიმალური და ინგლისურში – 76 ქულა ავიღე. ოთხივე საგანში ვემზადებოდი და რეპეტიტორებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარნენ განვითარებაში. ყველა ძალიან გახარებულები იყვნენ, ჩემგან განსხვავებით ისინი უფრო  მოელოდნენ ამ შედეგს. მე მაინც ბოლომდე მეშინოდა, ჩარიცხვებს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით.
Mshoblebi.ge
გაზიარება13490

დაკავშირებული -პოსტები

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"