LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

მოძალადის მიერ ელექტრონული სამაჯურის გაკეთებაზე უარის თქმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

დაპოსტა 2020/09/01-ში
A A
103
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადისთვის შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ზედამხედველობისათვის თავის არიდება კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.

“2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.

პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″.

მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, რომლის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა.

კანონპროექტის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ხელშეწყობით გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული ჩართულობით მომზადდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. სისტემის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, UN WOMEN-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა”, -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"