შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მსუბუქ ავტომობილში, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ხუთი ადამიანი იყო, აქედან სამი არასრულწლოვანი. ავტომობილის ოთხი მგზავრი, სხვდასხვა ტიპის დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.








