ხანძარია ხაშურის მუნიციპალიტეტში. სოფელ ქემფერთან ახლოს, შერეული ტყის ქვედა ზოლში, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილზე, შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე – მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.